შპს თ&რ დისტრიბუშენი ფუნქციონირებს 2006 წლიდან, კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ფირმის დაარსებიდან უმოკლეს პერიოდში მოხერხდა თბილისის სადისტრიბუციო ქსელის აწყობა და ასევე სადისტრიბუციო ცენტრების ჩამოყალიბება რეგიონებში. ერთიანი პროდუქციის მიწოდების სტანდარტი ჩამოყალიბდა მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ჩვენი კლიენტებისათვის.

დღესდღეისობის კომპანიაში და მის ფილიალებში დასაქმებულია 120 თანამშრომელზე მეტი. მაგრამ პერსპექტივაში არის ბიზნესის განვითარების პროექტები რაც ასევე გაზრდსის დასაქმებულთა რაოდენობას.

დისტრიბუციის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სისტემატურად უტარდებათ სემინარები სერვისი და რეალიზაციის გაუმჯობესებისათვის, რაც უზრუნველყოფს დისტრიბუციის წარმომადგენლების მაღალ ეფექტურობას და შედეგიანობას.

მენეჯმენტი - ცენტრალური ოფისი

დირექტორი: რაფიელ სურამელაშვილი

დირექტორის მოადგილე (გაყიდვები): ზურაბ აღნიაშვილი

მთავარი ფინანსისტი: დიანა რაჭველიშვილი